Wednesday, July 13, 2011




მთავარი თემა :
როგორია სანკტ–პეტერბურგის ისტორიული წარსული?
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.
მნიშვნელობა / აქტუალობა :
გააღრმავებს მოსწავლეთა ცოდნას სანკტ–პეტერბურგის შესახებ. საშუალებას მისცემს მოსწავლეებს პარალელები გაავლონ სხვა ქალაქების ისტორიულ წარსულთან. შეიტყობენ აქამდე უცნობი მოვლენებისა და ფაქტების შესახებ.
მიზნები და შედეგები: მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს.

მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
გუნდის წევრებთან ერთად დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს.
მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს.
ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას,განსაზღვრავს თუ რა ციდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად.
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს.
გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს ,შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას.
შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას.
განახორციელებს პროექტს.
გადის რეპეტიციას,აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე,კომენტარების,შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს,შეაქვს შესწორებები.
შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

შეფასების საგანი და პროცედურები:
ისტ–ის გამოყენება,ჯგუფში თანამშრომლობა,ბიბლიოთეკის გამოყენება,მასალების მოძიება,კვლევა,პრეზენტაცია.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ:
მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული საბაზისო ცოდნა სანკტ– პეტერბურგის შესახებ, უნდა შეეძლოთ სხვადასხვა წყაროებიდან სასურველი ინფორმაციის ამოღება,მოძიებული ინფორმაციის დაჯგუფება და სრული ფორმით გადმოცემა.საჭირო პლაკატების,რუკების და სურათების გამოყენება.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო:
რუსულის ძირითადი სასკოლო სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკაში არსებული სხვა შესაბამისი წიგნები და მასალები, ისტორიული წყაროები, რუკები, სურათები, საძიებო საიტები–google.com ,Wikipedia.net
პლაკატები,კალამი,რვეული, კომპიუტერი

სასწავლო პროექტის მსვლელობა:
გავაცნობ მოსწავლეებს მომავალი პროექტის სავარაუდო თემებს.მოსწავლეები აირჩევენ რამოდენიმე სავარაუდო ვარიანტს, მსჯელობის შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ჩამოყალიბდებიან საბოოლოო ვარიანტზე.
შემდეგ კლასს დავყოფ საპროექტო ჯგუფებად.თითოეულ ჯგუფს მივცემ კონკრეტულ დავალებას და ჯგუფებში გადავანაწილებ მოვალეობებს.–(ერთი გაკვეთილი)
მოსწავლეები მასალებს მოიძიებენ ინტერნეტში.–1 დღე
იმუშავებენ ბიბლიოთეკის დახმარებით,მოიძიებენ ისტორიულ მასალებს.-1 დღე
იმუშავებენ ერთობლივად,მოახდენენ მოძიებული ფაქტების და მოვლენების შეჯერებას და ნამუშევარს გაამზადებენ საპრეზენტაციოდ.-1დღე
ბოლოს კი მიღებულ პროდუქტს გაუკეთებენ პრეზენტაციას.დასკვნით ეტაპზე
მოხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება.                                                                                                   
პროექტის ხელმძღვანელი : ირმა წულაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:i.wuladze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.iwuladze.blogspot.com